News & Events
როგორ გავხდეთ AI მედიცინის ასოციაციის წევრი და რა შესაძლებლობებს მოიცავს ის?
- May 27, 2026
- Posted by: admin
- Category: სიახლეები
თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიური პროგრესი იმდენად სწრაფია, რომ პროფესიული სტაგნაცია, ფაქტობრივად, უკან გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს. ხელოვნური ინტელექტი რადიკალურად ცვლის სხვადასხვა სფეროს და განსაკუთრებით მედიცინას. სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს AI მედიცინის ასოციაცია, რომელიც საქართველოში მოწინავე სპეციალისტების ერთობას ახალ რეალობას სთავაზობს.
ასოციაციის წევრობა არა მხოლოდ სტატუსი, არამედ უნიკალური შესაძლებლობაა, იმ გლობალური მოძრაობის ნაწილად ყოფნის კუთხით, რომელიც ქვეყანაში ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს.
ასოციაციაში გაწევრიანებით თქვენ ხდებით უმსხვილესი პროფესიული ქსელის ნაწილი და იღებთ წვდომას უამრავ ექსკლუზიურ ბენეფიტზე, რაც თქვენს საქმიანობას უფრო ეფექტურს, ხარისხიანსა და კონკურენტუნარიანს გახდის.
მუდმივი პროფესიული განვითარება გულისხმობს წვდომას ექსკლუზიურ რესურსებზე, კვლევებსა და მეთოდოლოგიებზე, რომლებიც AI – ის პრაქტიკულ გამოყენებას ეხება:
უშუალო და ინტენსიური კომუნიკაცია დარგის წამყვან ექსპერტებთან, კოლეგებთან და ასოციაციის წევრებთან როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
სპეციალური ფასდაკლებები, უფასო წვდომა დახურულ ღონისძიებებზე, სამუშაო ხელსაწყოებსა და იმ ტექნოლოგიურ პლატფორმებზე, რომლებიც ყოველდღიურ საქმეს შეგიმსუბუქებთ.
“AI ასოციაციის წევრებისთვის ინტენსიური ღონისძიებები იწყება. განსაკუთრებული სიახლე გვაქვს ჯანდაცვისა და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებისთვის. უკვე ივნისიდან იწყება პრაქტიკული და ინტენსიური ვორქშოფების სერია, რომელიც სპეციალურად სამედიცინო სექტორის სპეციფიკაზეა მორგებული.
“ეს არ იქნება მხოლოდ თეორიული ლექციები. ეს არის ინტერაქციული სივრცე, რომელიც გულისხმობს უშუალო, ყოველდღიურ რეჟიმში ურთიერთობას ასოციაციის წევრებთან და AI ექსპერტებთან. მონაწილეები პრაქტიკაში ნახავენ, თუ როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს დიაგნოსტიკის, მონაცემთა ანალიზისა და პაციენტების მართვის პროცესის ოპტიმიზაცია. ეს არის შანსი, ერთად დავწეროთ ჯანდაცვისა და მედიცინის ახალი ისტორია” – აღნიშნა რეგიონულ კონფერენციაზე AI აკადემიის ხელმძღვანელმა, ოთარ კვირიკაშვილმა.
გაწევრიანების პროცესი მაქსიმალურად მარტივი და ხელმისაწვდომია მედიცინის სფეროს ნებისმიერი მოტივირებული პროფესიონალისთვის, ვისაც სურს, ფეხი აუწყოს ტექნოლოგიურ პროგრესს.
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, გაიარეთ რეგისტრაცია და შეუერთდით იმ ადამიანების გუნდს, რომლებსაც ექნებათ კონკურენტული უპირატესობა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: https://forms.gle/y5LZrzkAWJG8piyy6