იურიდიული ინფორმაცია
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 16.10.2026
ინდმეწარმე ოთარ კვირიკაშვილი პატივს სცემს თქვენს პირად ცხოვრებას. ეს პოლიტიკა აღწერს, რა მონაცემებს ვაგროვებთ technopark.ge-ზე, რატომ, რამდენ ხანს ვინახავთ და რა უფლებები გაქვთ.
1. მონაცემთა დამმუშავებელი
ინდმეწარმე ოთარ კვირიკაშვილი. საკონტაქტო ელ. ფოსტა: [email protected].
2. რა მონაცემებს ვაგროვებთ
- თქვენ მიერ მოწოდებული: სახელი და გვარი, ელ. ფოსტა, ტელეფონი, კომპანია ან დაწესებულება, არჩეული კურსი და ფორმატი, შეტყობინების ტექსტი.
- გადახდასთან დაკავშირებული: თანხა, თარიღი, შეკვეთის ნომერი და გადახდის სტატუსი. ბარათის მონაცემებს ჩვენ არ ვიღებთ და არ ვინახავთ — მათ ამუშავებს საგადახდო პროვაიდერი Flitt.
- ტექნიკური: IP მისამართი (ფორმის ბოროტად გამოყენებისგან დასაცავად) და აუცილებელი cookie-ები ვებგვერდის მუშაობისთვის.
3. რისთვის ვიყენებთ
- კურსზე რეგისტრაციისა და ადგილის დაჯავშნისთვის;
- მომსახურების მიწოდებისთვის — ბმულების, მასალების, განრიგისა და სერტიფიკატის გამოსაგზავნად;
- გადახდის დასამუშავებლად და ინვოისის გასაცემად;
- თქვენს შეკითხვებზე საპასუხოდ;
- ახალი კურსების შესახებ შეტყობინებისთვის — მხოლოდ თქვენი თანხმობით, რომლის გაუქმებაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
4. სამართლებრივი საფუძველი
მონაცემებს ვამუშავებთ თქვენი თანხმობის, ხელშეკრულების (მომსახურების) შესრულებისა და კანონით დადგენილი ვალდებულებების (მაგ. საბუღალტრო აღრიცხვა) საფუძველზე, საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად.
5. ვის ვუზიარებთ
მონაცემებს არ ვყიდით და მარკეტინგული მიზნით მესამე პირებს არ გადავცემთ. მათზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც ჩვენი სამუშაოსთვის აუცილებელია: საგადახდო პროვაიდერს (Flitt), ვებჰოსტინგსა და ელ. ფოსტის სერვისს. ისინი მონაცემებს იყენებენ მხოლოდ ჩვენი დავალებით. მონაცემები შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო ორგანოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
6. რამდენ ხანს ვინახავთ
- რეგისტრაციისა და კურსის მონაცემები — კურსის დასრულებიდან 3 წელი (სერტიფიკატის გადამოწმებისა და განმეორებითი მომართვისთვის);
- გადახდის ჩანაწერები — კანონით დადგენილი საბუღალტრო ვადით;
- შეკითხვები, რომლებსაც რეგისტრაცია არ მოჰყოლია — 1 წელი.
7. თქვენი უფლებები
გაქვთ უფლება: მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე და მათი ასლი; მოითხოვოთ არასწორი მონაცემის გასწორება; მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან დამუშავების შეწყვეტა (თუ შენახვა კანონით არ არის სავალდებულო); გააუქმოთ მიცემული თანხმობა. მოთხოვნისთვის მოგვწერეთ [email protected]ზე — გიპასუხებთ 10 სამუშაო დღეში. ასევე გაქვთ უფლება, მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
8. უსაფრთხოება
ვებგვერდი მუშაობს დაშიფრული კავშირით (HTTPS). მონაცემებზე წვდომა აქვს მხოლოდ უფლებამოსილ პირს. ონლაინ გადახდა ხორციელდება საგადახდო პროვაიდერის დაცულ გვერდზე.
9. ცვლილებები
ამ პოლიტიკის ცვლილება ქვეყნდება ამავე გვერდზე, განახლების თარიღის მითითებით.
ხედვის ასისტენტი
მომსახურების გასაწევად მუშავდება შემდეგი მონაცემები: ელფოსტა, ტელეფონის ნომერი (არჩევითი), ფორმაში შეყვანილი პროფესიული ინფორმაცია და მომზადებული ტექსტი.
ტექსტის მოსამზადებლად ფორმაში შეყვანილი პროფესიული ინფორმაცია გადაეცემა ხელოვნური ინტელექტის მომსახურების მიმწოდებელს, კომპანია Anthropic-ს (ამერიკის შეერთებული შტატები), API-ის მეშვეობით. ელფოსტა და ტელეფონის ნომერი მას არ გადაეცემა. Anthropic-ის კომერციული პირობების თანახმად, API-ით გადაცემული მონაცემები მოდელების გასაწვრთნელად არ გამოიყენება.
გადახდას ამუშავებს Flitt. მიმწოდებელი ბარათის მონაცემებს არ იღებს და არ ინახავს.
მონაცემები ინახება technopark.ge-ს სერვერზე და გამოიყენება მხოლოდ მომსახურების გასაწევად და მომხმარებელთან დასაკავშირებლად. მომხმარებლის მოთხოვნით მისი მონაცემები და მომზადებული ტექსტი იშლება ათი სამუშაო დღის განმავლობაში. მოთხოვნა იგზავნება ელფოსტით, თემით „მონაცემების წაშლა“.