News & Events
მოზარდებისთვის გორში ხელოვნური ინტელექტის მარათონი გაიმართება
- July 3, 2026
- Posted by: admin
- Category: Uncategorized
გორში პირველად, მოზარდებისთვის ხელოვნური ინტელექტის მარათონი მოეწყობა. 10 ივლისს, 11:00-დან 16:00 საათამდე, 12-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეები შეისწავლიან ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და ვიზუალური კომუნიკაციის საფუძვლებს. პროგრამის ფარგლებში, ისინი გაივლიან ინტენსიურ ტრენინგს ციფრული პროდუქტების (პრეზენტაციების, საგანმანათლებლო ქვიზებისა და თამაშების) გენერირებაში და დღის ბოლოს შეძლებენ, დამოუკიდებლად შექმნან საკუთარი AI პროექტები.
სპეციალისტების შეფასებით, მსგავსი ფორმატის საგანმანათლებლო ღონისძიებები კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოზარდების თანამედროვე გარემოსთან ადაპტაციისთვის. როგორც პროექტის ორგანიზატორები აღნიშნავენ, AI უნარების ადრეულ ასაკში გამომუშავება ბავშვებს აძლევს უდიდეს კონკურენტულ უპირატესობას. მარათონი მათ ასწავლის არა მხოლოდ ტექნოლოგიების გამოყენებას, არამედ კრიტიკულ აზროვნებასა და პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრას. ეს არის საუკეთესო გზა, რათა ახალ სასწავლო წელს ბავშვები მომზადებული, თავდაჯერებული და მომავლისთვის მომზადებულები შეხვდნენ.
” ჩვენი მიზანია, ბავშვებმა გაჯეტების სწორად და სასარგებლოდ გამოყენება ისწავლონ. არ უნდა დავუტოვოთ მასწავლებლებს განცდა, თითქოს ხელოვნური ინტელექტი მოსწავლეებს აზარმაცებს. პირიქით, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ტექნოლოგიების სათავისოდ და სასარგებლოდ გამოყენება ისწავლონ. ზაფხულის არდადეგების სეზონი ზუსტად ამისთვის საუკეთესო დროა, ბავშვები თავად უნდა მიხვდნენ, სოციალურ ქსელებში უმიზნო „სქროლვის“ ნაცვლად, რამდენად დიდ სარგებელსა და შესაძლებლობებს კარგავენ“, – ამბობს AI აკადემიის წარმომადგენელი, ნინო ჩიბჩიური.
მარათონის ფინალში თითოეული მონაწილე მიიღებს AI აკადემიის სერტიფიკატს, რომელიც დაადასტურებს მათ მიერ შეძენილ ახალ თანამედროვე უნარებს!
რეგისტრაცია გაგრძელდება 8 ივლისის ჩათვლით.