კორპორატიული ტრენინგები
კორპორატიული ტრენინგი ჩვენთან ბოლო ეტაპია და არა პირველი. თანამშრომლებს ვამზადებთ იმ სისტემაზე, რომელიც უკვე მუშაობს მათ სამუშაო ადგილზე — ამიტომ ტრენინგის შემდეგ რეალურად რაღაც იცვლება.
ეტაპი 1
AI აუდიტი
ვაფასებთ კომპანიის მზაობას: რა პროცესები გაქვთ, სად იკარგება დრო, რა მონაცემები გროვდება და რამდენად ვარგისია. შედეგი — წერილობითი დასკვნა პრიორიტეტების სიით.
ეტაპი 2
ავტომატიზაცია
აუდიტში გამოკვეთილ პროცესებს ვაწყობთ: AI აგენტები ქართულ ენაზე, დოკუმენტბრუნვა, CRM და ინტეგრაციები, ანგარიშგება. ვაწვდით სამუშაო სისტემას.
ეტაპი 3
გუნდის გადამზადება
თანამშრომლებს ვასწავლით სწორედ იმ სისტემასთან მუშაობას, რომელიც მათთვის ავაწყვეთ, პლუს AI უნარები როლის მიხედვით. შემდეგ — მხარდაჭერის პერიოდი.
სამდღიანი კორპორატიული ტრენინგი — 3 შეხვედრა × 3 საათი, სულ 9 საათი, 350₾ ერთ მონაწილეზე. დიდი გუნდისთვის და დანერგვის პაკეტისთვის — ინდივიდუალური შეთავაზება.