News & Events
AI აკადემიამ გორის სკოლებს შორის ყველაზე აქტიური და ინოვატორი დირექტორები გამოავლინა
- July 1, 2026
- Posted by: admin
- Category: სიახლეები ტექნოლოგიები
2025-2026 სასწავლო წლის შეჯამებისას, AI აკადემიამ და AI ტექნოპარკთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის სასწავლო პროცესში დანერგვისა და საგანმანათლებლო ინოვაციების მხარდაჭერის კუთხით, გორის სკოლებს შორის საუკეთესო ლიდერები დაასახელა.
გასული თვეების განმავლობაში, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირების, განსაკუთრებული აქტიურობისა და პროგრესული მიდგომებისთვის სამი გამორჩეული ხელმძღვანელი გამოვლინდა:
- ნინო წიკლაური – მე-10 საჯარო სკოლის დირექტორი;
- ნანა ედიშერაშვილი – მე-8 საჯარო სკოლის დირექტორი;
- ეკატერინე სუხიშვილი – კერძო სკოლა „მეცნიერებათა სკოლის“ დირექტორი.
ორგანიზატორების განმარტებით, დასახელებულმა ხელმძღვანელებმა მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს და დღესაც აგრძელებვენ, პედაგოგების ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში. ისინი აქტიურად ესწრებოდნენ AI ტექნოპარკის სივრცეში გამართულ სპეციალიზებულ ტრენინგებს და სხვა დაკავშირებულ ღონისძებებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.
გარდა პირადი ჩართულობისა, აღნიშნული სკოლების დირექტორებმა მაქსიმალურად შეუწყვეს ხელი საკუთარ გუნდებს სკოლებში. მათმა პედაგოგებმა არაერთხელ მიიღეს მონაწილეობა ორგანიზებულ ვორქშოფებში, ვებინარებსა და საინფორმაციო ღონისძიებებში. სკოლების ლიდერები აქტიურად და უწყვეტად თანამშრომლობენ “AI ტექნოპარკთან”, რათა უახლესი საგანმანათლებლო ინსტრუმენტები და ინოვაციები საკლასო ოთახებში გადაიტანონ.
“მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ჩვენ მჭიდროდ და ძალიან ნაყოფიერად ვთანამშრომლობდით სკოლებთან. აღნიშნულმა დირექტორებმა კი მაქსიმალური ჩართულობა გამოავლინეს – არა მხოლოდ პირადად, არამედ ყველანაირად უწყობდნენ ხელს თავიანთ მასწავლებლებს, რათა ისინიც აქტიურად ჩართულიყვნენ ამ ინოვაციებში. მსგავსი მიდგომები და მხარდაჭერა სამაგალითოა, რადგან ტექნოლოგიური პროგრესი სკოლაში სწორედ ძლიერი და ინოვატორი ლიდერით იწყება”, – აღნიშნა AI აკადემიის წარმომადგენელმა, ნინო ჩიბჩიურმა.
“AI ტექნოპარკის” ინიციატივით, სკოლის ხელმძღვანელების ამგვარი აღიარება და მათი შრომის დაფასება ყოველწლიურ, ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველი სასწავლო წლის ბოლოს, ორგანიზაცია საჯაროდ წარადგენს და წაახალისებს იმ ყველაზე აქტიური სკოლების ხელმძღვანელებს, რომლებიც საგანმანათლებლო ეკოსისტემაში ინოვაციების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცევიან და ხელს შეუწყობვენ AI – ს თამანედროვე ხელსაწყოებით სამიქნობის ეფექტურად განხორციელებას.