იურიდიული ინფორმაცია
თანხის დაბრუნების პოლიტიკა
ბოლო განახლება: 16.10.2026
ეს პოლიტიკა განსაზღვრავს, როდის და რა ოდენობით უბრუნდება მომხმარებელს კურსის ან მომსახურების საფასური.
1. როდის ბრუნდება თანხა
| შემთხვევა | დაბრუნება |
|---|---|
| კურსი გაუქმდა ან გადაიდო მიმწოდებლის მიერ | 100% — ან, მონაწილის არჩევით, ადგილი მომდევნო ჯგუფში |
| მონაწილე უარს ამბობს კურსის დაწყებამდე 7 ან მეტი დღით ადრე | 100% |
| მონაწილე უარს ამბობს კურსის დაწყებამდე 1–6 დღით ადრე | 50% |
| კურსი დაიწყო | თანხა არ ბრუნდება |
| შეცდომით ორჯერ გადახდა | 100% ზედმეტად გადახდილი თანხისა |
დაწყების შემდეგ თანხის დაბრუნების ნაცვლად მონაწილეს შეუძლია, ერთხელ, უფასოდ გადავიდეს იმავე კურსის მომდევნო ჯგუფში, თუ ამის შესახებ მიმწოდებელს აცნობებს პირველი შეხვედრის დასრულებამდე.
2. როგორ მოითხოვო დაბრუნება
მოგვწერე [email protected]ზე სათაურით „თანხის დაბრუნება" და მიუთითე: სახელი, კურსის დასახელება, გადახდის თარიღი და შეკვეთის ნომერი (ის მითითებულია გადახდის დადასტურების წერილში). შეგიძლია დაგვირეკო: +995 568 123 111.
3. ვადა და მეთოდი
- მოთხოვნას განვიხილავთ 3 სამუშაო დღეში.
- დადასტურების შემდეგ თანხა ბრუნდება იმავე ბარათზე, რომლითაც განხორციელდა გადახდა, ან — ინვოისით გადახდისას — იმავე საბანკო ანგარიშზე.
- თანხის ასახვას ანგარიშზე, ბანკის მიხედვით, შეიძლება დასჭირდეს 5–10 სამუშაო დღე.
4. კორპორაციული მომსახურება
იურიდიული პირებისთვის მიწოდებულ მომსახურებაზე დაბრუნების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით. ასეთის არარსებობისას მოქმედებს ეს პოლიტიკა.
ხედვის ასისტენტი
კურსებისთვის დადგენილი ვადები ამ მომსახურებაზე არ ვრცელდება. მოქმედებს შემდეგი წესი:
- თანხა სრულად ბრუნდება, თუ ხედვის მომზადება არ დაწყებულა.
- თანხა სრულად ბრუნდება, თუ ტექნიკური ხარვეზის გამო ხედვის მომზადება ვერ შესრულდა და მიმწოდებელმა ხარვეზი სამი სამუშაო დღის განმავლობაში ვერ აღმოფხვრა.
- ხედვის მომზადების დაწყების შემდეგ თანხა არ ბრუნდება, ვინაიდან ციფრული მომსახურება მიწოდებულია.
- შეცდომით განმეორებითი გადახდის შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი თანხა სრულად ბრუნდება.
მოთხოვნა იგზავნება ელფოსტით, თემით „თანხის დაბრუნება“. წერილში მიეთითება გადახდისას გამოყენებული ელფოსტა ან შეკვეთის პირადი ბმული. განხილვის და დაბრუნების ვადები იგივეა, რაც ამ გვერდზე ზოგადად არის დადგენილი.