იურიდიული ინფორმაცია
მომსახურების პირობები
ბოლო განახლება: 16.10.2026
მომსახურების მიმწოდებელი
- მიმწოდებელი
- ინდმეწარმე ოთარ კვირიკაშვილი (ბრენდი „AI ტექნოპარკი")
- მისამართი
- გორი, ბერუაშვილის ქ. 12
- ტელეფონი
- +995 568 123 111
- ელ. ფოსტა
- [email protected]
- ვებგვერდი
- technopark.ge
1. ზოგადი დებულებები
ეს პირობები არეგულირებს ურთიერთობას მომსახურების მიმწოდებელს — ინდმეწარმე ოთარ კვირიკაშვილი (შემდგომში — „მიმწოდებელი", ბრენდი „AI ტექნოპარკი") — და ვებგვერდ technopark.ge-ის მომხმარებელს (შემდგომში — „მომხმარებელი" ან „მონაწილე") შორის. ვებგვერდზე განთავსებულ მომსახურებას ყიდის და გადახდებს იღებს მიმწოდებელი. ვებგვერდზე რეგისტრაციით ან გადახდით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ამ პირობებს.
2. მომსახურების აღწერა
მიმწოდებელი ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მომსახურებას: ტრენინგებსა და კურსებს (ონლაინ, პირისპირ ან ჰიბრიდულ ფორმატში), კორპორაციულ გადამზადებას, ბიზნესპროცესების დიაგნოსტიკასა და ციფრული სისტემების დანერგვას. თითოეული კურსის შინაარსი, ხანგრძლივობა, ფორმატი, დაწყების თარიღი და ფასი მითითებულია კურსის გვერდზე.
3. რეგისტრაცია
კურსზე დასარეგისტრირებლად მომხმარებელი ავსებს ვებგვერდზე განთავსებულ ფორმას და უთითებს სწორ საკონტაქტო მონაცემებს. რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელს ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება დადასტურება. ადგილი დაჯავშნილად ითვლება გადახდის დადასტურების ან იურიდიული პირისთვის ინვოისის გაცემის შემდეგ. თუ ჯგუფში ადგილები შევსებულია, მომხმარებელი ჩაეწერება რიგში და შემდეგი ჯგუფის გახსნისას მიიღებს შეტყობინებას.
4. ფასი და გადახდა
- ყველა ფასი მითითებულია ქართულ ლარში (₾).
- გადახდა შესაძლებელია ონლაინ — Visa ან Mastercard ბარათით, Apple Pay-ით ან Google Pay-ით, ან საბანკო გადარიცხვით ინვოისის საფუძველზე (იურიდიული პირებისთვის).
- ონლაინ გადახდა მუშავდება ლიცენზირებული საგადახდო პროვაიდერის (Flitt) დაცულ გვერდზე. მიმწოდებელი არ იღებს და არ ინახავს ბარათის მონაცემებს.
- გადახდის დადასტურება ეგზავნება მომხმარებელს ელექტრონულ ფოსტაზე.
5. მომსახურების მიწოდება
- ონლაინ კურსი: დაწყებამდე არაუგვიანეს 24 საათისა მონაწილეს ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება შეხვედრის ბმული და საჭირო მასალები.
- პირისპირ კურსი: ტარდება კურსის გვერდზე ან დადასტურების წერილში მითითებულ მისამართზე და დროს.
- კორპორაციული მომსახურება: მიწოდების ვადები და პირობები განისაზღვრება ცალკე შეთანხმებით.
- კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილე იღებს „AI ტექნოპარკის" სერტიფიკატს.
მომსახურება ჩაითვლება მიწოდებულად შესაბამისი კურსის ან შეხვედრის ჩატარების მომენტიდან, მიუხედავად იმისა, დაესწრო თუ არა მონაწილე.
6. თანხის დაბრუნება და გაუქმება
თანხის დაბრუნების წესი დეტალურად აღწერილია გვერდზე თანხის დაბრუნების პოლიტიკა, რომელიც ამ პირობების განუყოფელი ნაწილია.
7. კურსის გადატანა ან გაუქმება მიმწოდებლის მიერ
მიმწოდებელი იტოვებს უფლებას, გადაიტანოს ან გააუქმოს კურსი, თუ ჯგუფი ვერ დაკომპლექტდა ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო. ამ შემთხვევაში მონაწილეს ეცნობება წინასწარ და მას შეუძლია აირჩიოს: გადახდილი თანხის სრული დაბრუნება ან მონაწილეობა მომდევნო ჯგუფში.
8. მონაწილის ვალდებულებები
- რეგისტრაციისას სწორი მონაცემების მითითება;
- შეხვედრის ბმულისა და კურსის მასალების მესამე პირისთვის გადაუცემლობა;
- სხვა მონაწილეებისა და ტრენერის მიმართ კორექტული ქცევა.
9. ინტელექტუალური საკუთრება
კურსის მასალები (პრეზენტაციები, ჩანაწერები, შაბლონები, ინსტრუქციები) მიმწოდებლის ინტელექტუალური საკუთრებაა და განკუთვნილია მხოლოდ მონაწილის პირადი გამოყენებისთვის. მათი გავრცელება, გაყიდვა ან საჯაროდ გამოქვეყნება მიმწოდებლის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია.
10. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
მიმწოდებელი უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხს აღწერის შესაბამისად, თუმცა არ იძლევა გარანტიას კონკრეტულ ფინანსურ ან ბიზნეს შედეგზე, რომელიც დამოკიდებულია მონაწილის მიერ ცოდნის გამოყენებაზე. მიმწოდებელი არ აგებს პასუხს მონაწილის ინტერნეტ-კავშირის ან მოწყობილობის ხარვეზით გამოწვეულ შეფერხებაზე.
11. პერსონალური მონაცემები
მომხმარებლის მონაცემები მუშავდება კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
12. დავების გადაწყვეტა
ამ პირობებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. დავა პირველ რიგში წყდება მოლაპარაკებით — მომხმარებელს შეუძლია მოგვწეროს [email protected]ზე და პასუხს მიიღებს 5 სამუშაო დღის განმავლობაში. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოებში.
13. ცვლილებები
მიმწოდებელი უფლებამოსილია შეცვალოს ეს პირობები. ცვლილება ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე და არ ვრცელდება უკვე გადახდილ მომსახურებაზე.
14. კონტაქტი
ელ. ფოსტა: [email protected] · ტელეფონი: +995 568 123 111
ხედვის ასისტენტი
1. მომსახურების აღწერა. „ხედვის ასისტენტი“ არის ციფრული მომსახურება, რომელიც მასწავლებელს ეხმარება კარიერული წინსვლისთვის საჭირო ხედვის სამუშაო ვერსიის მომზადებაში. ტექსტი მზადდება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, მომხმარებლის მიერ შეყვანილი ინფორმაციის საფუძველზე.
2. საფასური და მოცულობა. მომსახურების საფასური შეადგენს 60 ლარს. იგი მოიცავს ხედვის სრული ვერსიის მომზადებას არაუმეტეს სამჯერ, ცალკეული ნაწილების ხელახლა დაწერას და რუბრიკით შემოწმებას დადგენილი ლიმიტის ფარგლებში, გასაუბრების სავარაუდო შეკითხვებს და დოკუმენტის ჩამოტვირთვას. ტექსტის რედაქტირება, კოპირება და ჩამოტვირთვა შეუზღუდავია.
3. მიწოდება. მომსახურება ხელმისაწვდომი ხდება გადახდის დადასტურებისთანავე, გვერდზე technopark.ge/khedva. პირადი ბმული ეგზავნება მომხმარებლის ელფოსტაზე. გადახდით მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ მომსახურების მიწოდება დაიწყება დაუყოვნებლივ. მომსახურება მიწოდებულად ითვლება ხედვის მომზადების დაწყების მომენტიდან.
4. მომხმარებლის პასუხისმგებლობა. მომზადებული ტექსტი არის სამუშაო ვერსია. მომხმარებელი პასუხისმგებელია შეყვანილი ინფორმაციის სიზუსტეზე, ტექსტის საბოლოო რედაქციაზე და მის შესაბამისობაზე საკუთარ პროფესიულ გამოცდილებასთან. კვადრატულ ფრჩხილებში მონიშნული ადგილები მომხმარებელმა უნდა შეავსოს საკუთარი მაგალითებით. ფორმაში დაუშვებელია მოსწავლეების პერსონალური მონაცემების შეყვანა.
5. შედეგი. რუბრიკით შემოწმება არის სავარაუდო შეფასება. მიმწოდებელი არ იძლევა გარანტიას კონკრეტული ქულის მინიჭების ან სტატუსის მიღების შესახებ. საბოლოო შეფასებას ახორციელებს უფლებამოსილი კომისია.
6. თანხის დაბრუნება. თანხის დაბრუნების პირობები მოცემულია გვერდზე „თანხის დაბრუნება“, ქვეთავში „ხედვის ასისტენტი“.