News & Events
უწყვეტი მხარდაჭერა ციფრულ სამყაროში – ინტერვიუ AI გლობალური განათლების ასოციაციის ხელმძღვანელთან
- August 9, 2026
- Posted by: admin
- Category: სიახლეები
თანამედროვე განათლებაში ციფრული ტექნოლოგიები უსწრაფესი ტემპით ვითარდება. იმისათვის, რომ პედაგოგებმა მუდმივად შეძლონ საკუთარი უნარების გაძლიერება, დაზოგონ ძვირფასი დრო და გაკვეთილები კიდევ უფრო საინტერესო გახადონ, “AI გლობალური განათლების ასოციაცია” მასწავლებლების გვერდით დგას. ასოციაციის ხედვასა და სამომავლო გეგმებზე მისი ხელმძღვანელი, ნინო საბანაძე გვესაუბრება.
– ნინო, რა იყო AI გლობალური განათლების ასოციაციის შექმნის მთავარი იდეა და რა მისიას ემსახურება ეს გაერთიანება?
– AI გლობალური განათლების ასოციაცია შეიქმნა იმისათვის, რომ საქართველოში ის იყოს მასწავლებლების მუდმივი და უწყვეტი საყრდენი ციფრულ სამყაროში. ჩვენი მთავარი მიზანია, პედაგოგებს მივცეთ შესაძლებლობა, რუტინული, დროსა და ენერგიატევადი საქმეები ხელოვნურ ინტელექტს გადააბარონ. როცა AI გეხმარება ტექნიკური საკითხების მოგვარებაში, მასწავლებელს უთავისუფლდება ყველაზე ძვირფასი რესურსი – დრო, რომელიც შეუძლია დაუთმოს შემოქმედებით იდეებს, ახალი პროექტების ინსპირაციასა და მოსწავლეებთან ცოცხალ, სიღრმისეულ კომუნიკაციას.
– კონკრეტულად რა მიმართულებებით ეხმარება ასოციაცია მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებაში?
– ჩვენ შევქმენით მოდელი, რომელიც ორიენტირებულია პედაგოგთა უნარების მუდმივ განახლებაზე. AI-ს დახმარებით მასწავლებლებს ვასწავლით, როგორ მიიღონ უსასრულო ინსპირაცია გაკვეთილის ინტერაქტიული სცენარებისთვის, თამაშებისა და პროექტებისთვის; შექმნან საგაკვეთილო რესურსები, პრეზენტაციები, სამუშაო ბარათები და ტესტები წამებში; საგრანტო თუ სასკოლო ინიციატივები აქციონ რეალობად გაცილებით მარტივად.
– რა პრაქტიკულ შესაძლებლობებს იღებს პედაგოგი AI გლობალური განათლების ასოციაციაში გაწევრიანებით?
— AI გლობალური განათლების ასოციაცია არის მხარდამჭერი პროფესიული ეკოსისტემა. ასოციაციის წევრები იღებენ: ყოველთვიურ ექსკლუზიურ მასტერკლასებსა და ვებინარებს უახლეს ციფრულ ინსტრუმენტებზე; მზა პრაქტიკულ რესურსებს: პრომპტების ბიბლიოთეკას, საგაკვეთილო შაბლონებსა და გზამკვლევებს; სერტიფიცირებას და აღიარებას: ჩვენს პარტნიორ AI აკადემიასთან ერთად გავცემთ ოფიციალურ სერტიფიკატებს. ასევე ხდება წევრების მუდმივი მხარდაჭერა სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ, რათა ფართო აუდიტორიამდე მივიტანოთ მათი წარმატებული მუშაობა; ახალ შესაძლებლობებს – წვდომას გლობალურ საგანმანათლებლო რესურსებთან
– რას სთავაზობთ მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლისთვის?
– შემოდგომას ვხვდებით ძალიან პრაქტიკული 1-დღიანი მასტერკლასების სერიით, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
- AI სწავლა-სწავლებაში: საგაკვეთილო რესურსების, ტესტებისა და პრეზენტაციების სწრაფი გენერირება;
- AI პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში: იდეიდან მზა საპროექტო განაცხადამდე;
- AI პედაგოგიურ კვლევაში: საკლასო კვლევებისა და მონაცემთა ანალიზის მარტივი მოდელები.
გარდა ამისა, 5 ოქტომბერს ვგეგმავთ წლის მთავარ მოვლენას – მასშტაბურ AI კონფერენციას, სადაც ჩვენი ასოციაციის წევრები საკუთარ წარმატებულ ქეისებსა და გამოცდილებას ფართო აუდიტორიას გაუზიარებენ.
– რა არის თქვენი მთავარი გზავნილი ქართველი პედაგოგებისთვის?
– მუდმივი განვითარება მარტივია, როცა გვერდით გყავს საიმედო პარტნიორი! ციფრული სამყარო სავსეა შესაძლებლობებით. გამოიყენეთ ხელოვნური ინტელექტი, როგორც თქვენი პირადი ასისტენტი, გაითავისუფლეთ დრო, განახორციელეთ ახალი იდეები და გახადეთ სწავლების პროცესი კიდევ უფრო შემოქმედებითი! AI გლობალური განათლების ასოციაცია კი ამ გზაზე ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება.
– ვინც ჯერ არ არის წევრი, თუ შესაძლებელია ახალი წევრების დამატება, როგორ გაწევრიანდეს მსურველი AI გლობალური განათლების ასოციაციაში?
— ეწვიეთ ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს (AI Global Education Association) ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში, გახდით ასოციაციის წევრი და განავითარეთ თქვენი ციფრული უნარები უწყვეტ რეჟიმში!
ამავე თემა: როგორ გავხდეთ AI გლობალური განათლების ასოციაციის წევრი და რა უპირატესობას გულისხმობს ის?