News & Events
პარტნიორი სკოლებისა და AI ასოციაციის წევრებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესახებ ვორქშოფები იწყება
- June 2, 2026
- Posted by: admin
- Category: სიახლეები
AI აკადემია იწყებს მასშტაბურ, პრაქტიკულ 3 დღიან ვორქშოფებს, სადაც შეხვედრები 3-3 საათის განმავლობაში დაეთმობა საგანმანათლებლო სივრცისთვის ყველაზე კრიტიკულ და ინოვაციურ სიახლეებს. 15 ივნისიდან 15 ივლისამდე პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრესული სკოლები და AI გლობალური განათლების ასოციაციის წევრები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ და უახლეს გენერაციულ ინსტრუმენტებს დაეუფლებიან. ეს შესაძლებლობა განათლების სფეროს წარმომადგენლებს ახალი სასწავლო წლისთვის ყოველდღიურ, რუტინულ საქმიანობას რადიკალურად შეუმსუბუქებს და სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს აჩვენებს.
ეს არის უნიკალური შანსი, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება და მისი წარმომადგენლები განვითარების მთავარ ტალღას მიჰყვნენ. სწორედ ამიტომ, AI გლობალური განათლების ასოციაციის წევრებისთვის და პარტნიორი სკოლებისთვის მოქმედებს სპეციალური, ექსკლუზიური ღირებულება და 1 თანამშრომლის მონაწილეობა ნაცვლად 250 ლარისა, მხოლოდ 120 ლარი იქნება. (ეს ფასდაკლება არ იმოქმედებს AI გლობალური განათლების ასოციაციის არაწევრ პირებზე და მათ 250 ლარის გადახდა მოუწევთ).
ასევე პარტნიორი სკოლების დირექტორები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადგილზე სივრცეს და მინიმუმ 15 მონაწილის მობილიზებას, ვორქშოფს უფასოდ დაესწრებიან.
თითეოული მონაწილე კურსის გავლის შემდეგ ელექტრონულ სერტიფიკატს მიიღებს.
დაკომპლექტება და ვიზიტები განხორციელდება მონაწილეებთან წინასწარ შეთანხმებული თარიღების მიხედვით, როგორც სკოლებში, ისე “ტექნოპარკის” სივრცეში (გორი, ბერუაშვილის ქ. N12). ადგილები მკაცრად შეზღუდულია და გრაფიკი სწრაფად ივსება. არ გამოტოვოთ შანსი, დროულად დარეგისტრირდეთ ინდივიდუალურად ან/და თანამშრომლებთან ერთად.
დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/Ca8NJk8XyyByYNJHA
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14 ივნისი, რის შემდეგაც დეტალების შესათანხმებლად დაგიკავშირდებით მითითებულ ტელეფონის ნომრებსა და ელექტრონულ ფოსტაზე.
დაჯავშნეთ ადგილი და მიეცით თქვენს გუნდს ის ხელსაწყოები, რომლებითაც ახალ სასწავლო წელს ლიდერის პოზიციიდან შეხვდებით.