News & Events
“ერთად დავწეროთ ჯანდაცვის მომავალი” – AI მედიცინის ასოციაცია ექიმებს რეგიონულ კონფერენციაზე იწვევს
- May 19, 2026
- Posted by: admin
- Category: სიახლეები
საქართველოში პირველად, მედიცინის სფეროს წარმომადგენლები ხელოვნური ინტელექტის გარშემო ერთიანდებიან. სპეციალისტების განმარტებით, AI უკვე თანამედროვე მედიცინის განუყოფელ ნაწილად იქცა. AI აკადემიის წარმომადგენელთა განმარტებით, კლინიკები და ექიმები, რომლებიც უკვე იყენებენ AI ინსტრუმენტებს, მკვეთრად ზრდიან დიაგნოსტიკის სიზუსტეს, ამცირებენ რუტინულ სამუშაოზე დახარჯულ დროს და პაციენტებს სთავაზობენ პერსონალიზებულ მიდგომებს.
“თანამედროვე მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის როლი შეუქცევადად და უპრეცედენტო სიჩქარით იზრდება. AI შესაძლებლობები ქართული სამედიცინო საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება, სწორედ ტექნოლოგიურ გამოწვევებთან საპასუხოდ შევქმენით პლატფორმა – AI მედიცინის ასოციაცია, სადაც გაწევრიანება ჯანდაცვის სფეროთი დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ. ასოციაციის მუშაობის სპეციფიკის, სტრატეგიისა და წევრებისთვის შეთავაზებულ პირობებზე სწორედ კონფერენციაზე ვისაუბრებთ, მანამდე კი გეტყვით, რომ AI ასოციაციის მიზანია, ჯანდაცვის სექტორში AI – ს დანერგვის ხელშეწყობა და პროფესიონალებისთვის კონკურენტული უპირატესობის მინიჭება”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
აღნიშნული ასოციაცია AI აკადემიის ინიციატივით, კლინიკა “ნოვაციოსთან” პარტნიორობით შეიქმნა. პირველი ერთობლივი კონფერენცია 22 მაისს, 16:00 საათზე სასტუმრო გორი ინნში გაიმართება, რომელზე დასასწრებადაც დაინტერესებულმა პირებმა 21 მაისამდე სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ: https://docs.google.com/forms/d/1740jiJ5Vm9tu4M1BxVq-0WIZl3lk0D1WOBMho7lxho8/edit#responses