News & Events
როგორ გავხდეთ AI გლობალური განათლების ასოციაციის წევრი და რა უპირატესობას გულისხმობს ის?
- May 8, 2026
- Posted by: admin
- Category: სიახლეები
AI გლობალური განათლების ასოციაციას პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უერთდებიან. გაწევრიანების სურვილს გამოხატავენ როგორც განათლების სფეროში დასაქმებული პირები, ისე ტექნოლოგიური სიახლეებით დაინტერესებული ადამიანები პედაგოგიური გამოცდილებით. აღნიშნული გაერთიანების პრეზენტაცია 24 აპრილს “გორი ინნში” გაიმართა, რომელსაც 100-მდე პედაგოგი დაესწრო. ისინი კი რომლებმაც კონფერენციაზე დასწრება ვერ შეძლეს, ასოციაციას სხვადასხვა კითხვით მიმართავენ. სწორედ ამიტომ, “ტექნოპარკი” მათი ინტერესების საპასუხოდ, გაწევრიანების მსურველებს შესაბამის ინფორმაციას უზიარებს:
“AI გლობალური განათლების ასოციაცია AI აკადემიის ბაზაზე შეიქმნა და მასში გაწევრიანება განათლების სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ყოველთვიური სიმბოლური საწევრო გადასახადის სანაცვლოდ, ასოციაციის წევრები უფასოდ დაესწრებიან ვებინარებს AI ხელსაწყოების შესახებ, უფასოდ მიიღებენ ვიდეო გაკვეთილებს ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმის თაობაზე, ექნებათ წვდომა შესაბამის სერვისებზე ტექნოლოგიური მიმართულებით, ისარგებლებენ ფასდაკლების ბარათებით, როგორც ადგილპოობრივ ვორქშოფებზე, ისე ევროპის სასწავლო ტურებზე და რაც ყველაზე მთავარია, განათლების სისტემის პრიორიტეტებიდან გამომდინარე მათ ექნებათ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებაზე გამოცდილება და ასოციაციის ოფიციალური წევრის სტატუსი”, – აცხადებენ ასოციაციის წარმომადგენლები.
ასოციაციის წევრებისთვის უკვე დაიგეგმა პირველი უფასო ვებინარი, 15 მაისს, 20:00 საათზე, “სასწავლო წლის დასასრული რუტინის გარეშე”, სადაც მონაწილეები შეძლებენ დაეუფლონ ისეთ ხელსაწყოებს, რაც მათ დოკუმენტებთან მუშაობას და რუტინულ საქმეს შეუმსუბუქებს. ვებინარს გაუძღვება AI აკადემიის ხელმძღვანელი, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, ოთარ კვირიკაშვილი. ვებინარის ბმულს ასოციაციის წევრები რეგისტრაციისას მითითებულ მეილზე მიიღებენ.